დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე - ირაკლი კობახიძე

31 მარტი 2021, 00:38 845 ნახვა

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ​​კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე.

მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

„ჩვენ შევთავაზეთ გადამოწმების ყველა საშუალება, მათ შორის გადათვლა ჯერ კიდევ მეორე რაუნდის დროს, შევთავაზეთ პოლიტიკური დებატები, მათ შორის სტატისტიკასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით, შევთავაზეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ა. შ. ყველაფერზე ითქვა უარი, რატომ? იმიტომ, რომ მათმა 11-მა ათასმა კომისიის წევრმა, პარტიულმა კომისიის წევრმა, ხელი მოაწერა იმ ოქმებს, რომლებსაც თვითონვე აკრიტიკებდნენ. ყველაფერი არის დღესავით ნათელი, არჩევნები არ გაყალბებულა, რასაც ადასტურებს ასევე ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეუთო/ოდირის დასკვნაზე. ნული მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის კიდევ ერთი ცხადი დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არავითარი ჩანაწერი არ იყო არც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არც პირდაპირი, არც არაპირდაპირი ფორმით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში