ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი მტკიცებულება იკვეთება. როგორც ადვოკატები აცხადებენ, გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა გარდაცვლილი ექთნის მობილური ტელეფონით, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს შეიცავს.
დღეს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატებმა მობილური ტელეფონი პოლიციის მერვე განყოფილებაში მიიტანეს.