სომხეთი ელოდება, რომ თურქეთი სერიოზულად გადახედავს ერევნის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ერევანი არაერთხელ გამოვიდა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ინიციატივით, თუმცა ბოლო ინიციატივა, ციურიხის პროცესი, თურქეთმა ჩაშალა.