საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 პაციენტი

29 მარტი 2021, 10:51 1204 ნახვა

საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა  14 პაციენტი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,2 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,66 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 547, პისიარტესტით – 5 751.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 5, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი