მასაურას მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

27 მარტი 2021, 18:15 1224 ნახვა

სოფელ ორთაბათუმში მასაურას დასახლებაში მცხოვრებლები საუბნო გზის კეთილმოწყობას ითხოვენ. 15- მდე ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა წლებია დაზიანებულია და ადგილობრივებს გადაადგილება წვიმიან დღეებში განსაკუთრებით უჭირთ.

მასაურას საუბნო გზა მთავარი დამაკავშირებელია ბათუმის სასმელი წყლის წყალსაცავთან. ადგილობრივების თქმით, გრუნტის გზა წყალსაცავ ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების პერიოდში  კიდევ უფრო  დაზიანდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით პრობლემას უახლოეს დღეებში შეისწავლიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი