გეიტსი პანდემიის დასრულების ვადას ასახელებს

25 მარტი 2021, 18:41 1668 ნახვა

მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს, კორონავირუსის ვაქცინების წყალობით, 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დაუბრუნდეს, - ამის შესახებ კომპანია მაიკროსოფტის  დამფუძნებელმა ბილ გეითსმა  განაცხადა. „პანდემია წარმოუდგენელი ტრაგედიაა. 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენ ძირითადად ნორმალურ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა გეითსმა. მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა.  გეითსმა მისი საქველმოქმედო  ფონდის  მეშვეობით კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური რეაგირების მიზნით  ორ  მილიარდამდე ამერიკული დოლარი გაიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი