საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა.
''ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად. სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ COVAX-ისა ($4 მილიარდი) და UNICEF-ის უმსხვილესი დონორია. ისინი ეხმარებიან ვაქცინების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში'' - აცხადებენ აშშ-ს საელჩოში.
Pfizer-ის ვაქცინის საქართველოში დღეს ჩამოიტანეს. მოქალაქეებს astrazeneca-სა დაPfizer-ის ვაქცინას შორის არჩევანის გაკეთების საშუალება შეეძლებათ.