„ბავშვზე მორგებული ქალაქი“ – პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი თანამშრომლობა განიხილეს დღეს ბათუმის მერიაში. ესტონეთისა და ნორვეგიის ელჩებმა ბავშვთა უფლებების მიმართულებით ქალაქის მერს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. უნისეფის პროექტში ბათუმის მერია 2020 წლის 3 დეკემბრიდან ჩაერთო.