თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი არ გამორიცხავს, ვაქცინაციაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს.
„ორი საბჭოა, ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების, მე არც ერთი საბჭოს წევრი არა ვარ, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნა, შეიძლება, იყოს გახსნილი, საყოველთაო“, – განაცხადა ცერცვაძემ.