დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) მგზავრობის აკრძალვა იხსნება.
შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებაში შევიდა.
ახალი რედაქციის თანახმად, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას,როგორც მძღოლს ასევე მგზავრებს უნდა ეკეთოთ პირბადე. სხვა რეგულაცია ამ კუთხით აღარ მოქმედებს.