ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მედდა მეგი ბაქრაძე დღეს სოფელ ენთელში დაკრძალეს. 27 წლის ექთნის ოჯახი საგამოძიებო უწყებას ნდობას უცხადებს და გამოძიების შედეგებს ელოდება.
შეიძლებოდა თუ არა ტრაგიკული შემთხვევის თავიდან აცილება- ამ კითხვაზე ითხოვს ახლა ოჯახი პასუხს და ახლობლების თხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ოჯახის ადვოკატს ახალციხის კლინიკა "იმედიდან" სამედიცინო ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია გადაეცა, თუმცა როგორც ის აცხადებს, საქმეში არსებული დოკუმენტაცია არასრულია.