ექთანს, რომელმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, კორონავირუსი დაუდასტურდა

23 მარტი 2021, 15:27 2440 ნახვა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ექთანს, რომელმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ექთანს კოვიდი ვაქცინაციამდე ჰქონდა, მისი PCR ტესტის პასუხი კი დაგვიანებით გახდა ცნობილი.

''აღნიშნულ მედდას ტესტი ჩატარებული ჰქონდა ვაქცინაციამდე, ეს მიუთითებს იმას, რომ მას კოვიდინფექცია ჰქონდა. ჩემთვის ცნობილია, რომ ტესტის პასუხი ორი დღის შემდეგ მოვიდა.

ჩვენ არ გვაქვს მიღებული რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ვაქცინაციამდე სავალდებულოა ტესტის ჩატარება. მედპერსონალი მიჰყვება იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა'' - ამბობს ტიკარაძე. 

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ექთანს აცრამდე  ჯერ PSR ტესტი, შემდეგ კი სწრაფი ტესტი გაუკეთდა და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ, აცრა ჩაუტარდა.

„სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PSR ტესტირება, პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა, პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა კოვიდ-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა კოვიდ-19, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება) თავად ექთანსაც გამოუვლინდა. იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა კოვიდ-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი