პოლიტიკოსი გოგი წულაია პენიტენციური დაწესებულებიდან სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მაშინ, როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები,მარტივად არ უნდა წამოგებოდა პროვოკაციას. ,, ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული, ვებრძოდი ყველა ადამიანს, ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვი ნამახვანჰესის აშენებას, რამეთუ ვთვლი, რომ ეს არის ძალადობა ბუნებაზე“-წერს წერილში, რომლითაც ოპოზიციას მიმართავს მხარდაჭრისთვის. მისი თქმით, თუკი გიორგი რურუა და ნიკა მელია პოლიტპატიმრები არიან, რატომ ფიქრობენ, რომ მაინცდამაინც იგი პატიოსნად გაასამართლეს? იგი სთხოვს ოპოზიციას, რომ იქნებ აღიარონ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ეს საკითხიც გაიტანონ ქვეყნის სტრატეგიულ მეგობრებთან შეხვედრებზე.