ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

22 მარტი 2021, 17:53 1193 ნახვა

ნორვეგიაში ასტრაზენეკას ვაქცინის მიღების შემდეგ კიდევ ორი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.  ამის შესახებ ნორვეგიის წამლის სააგენტო იუწყება. ვაქცინაციის შემდეგ სულ 5 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. მათ თრომბოზის, სისხლჩაქცევისა თრომბოციტების დაბალი რაოდენობის კომბინაცია გამოუვლინდათ.  მათგან ერთი გასული კვირის დასაწყისში გარდაიცვალა, ახლა კი  გარდაცვალების კიდევ ორი ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. სააგენტოში ახალი ლეტალური  შემთხვევების  ასტრაზენეკის ვაქცინასთან კავშირს არ გამორიცხავენ.   მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  დანიაში ასტრაზენეკის პრეპარატით აცრის შემდეგ მეორე პაციენტი გარდაიცვალა.   14  მარტს კომპანია  ასტრაზენეკამ  ევროკავშირის  რიგ ქვეყანაში, მათ შორის, ავსტრიაში, ისლანდიასა და ესტონეთში ამ კომპანიის ვაქცინაზე  უარის თქმის  შემდეგ, დამატებითი მოკვლევის შემდეგ  პრეპარატის  უსაფრთხოებისა და მაღალეფექტურობის  შესახებ განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში