ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის საქმის შესასწავლად შესაძლოა საქართველოში ასტრაზენეკას წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, რეგულირების სააგენტო გამოძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მიაწვდის.