ტრამპი ბაიდენს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დასრულებისკენ მოუწოდებს

22 მარტი 2021, 15:52 750 ნახვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენის  ადმინისტრაციას არალეგალური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად   მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მშენებლობის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. "ჩვენ ვამაყობთ, რომ ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო საზღვარი ბაიდენის ადმინისტრაციას გადავეცით. მათ მხოლოდ უნდა დაესრულებინათ ის, თუმცა რამდენიმე კვირაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეროვნული ტრიუმფი ეროვნული კატასტროფად აქცია", - განაცხადა ტრამპმა. 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც შეჩერდა კედლის მშენებლობა მექსიკის საზღვარზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი