ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 396 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 192 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.56 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.72%.
ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 22, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 2, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც: 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 725, აჭარაში - 147, იმერეთში - 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, თბილისში - 129, აჭარაში - 25, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 131 - თბილისში, 35 - აჭარაში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 401 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 156 პირი, აჭარაში - 583, იმერეთში - 935.