ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვითმფრინავის ტრაპზე ასვლისას რამდენჯერმე წაიქცა. შესაბამისი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა.
შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი, უხერხული ინციდენტის დროს, ენდრიუსის ბაზას ტოვებდა და ატლანტაში მიემგზავრებოდა.