რუსთავში 17 წლის გოგონას დაჭრის ფაქტზე მისივე თანატოლი გოგონაა მხილებული

20 მარტი 2021, 15:14 3444 ნახვა

რუსთავში დაჭრილი გოგონა კლინიკიდან სახლში გაწერეს. არასრულწლოვანმა გოგომ თანატოლი დაჭრა. გოგონებს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა.17 წლის გოგოს ჭრილობები თანატოლმა მუცლის არეში მიაყენა.

დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი პირველადი დახმარება და ის სახლში უკვე გაწერეს.მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში