ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიებას არ ეთანხმება დაცვის მხარე.
ადვოკატის თქმით, დეპუტატს ქრთამი არ აუღია და არც უფლებამოსილებისთვის გადაუმეტებია. რევაზ ფუტკარაძე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართვას. ვიტალი ქარცივაძე ქობულეთში მიწის აღიარების კომისიაში ნაკვეთების დაკანონების საკითხზე მუშაობდა. იგი მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია.