უილიმამ ბერნსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უხელმძღვანელებს

19 მარტი 2021, 17:02 1159 ნახვა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი გახდა. იგი მანამდე  რუსეთში აშშ-ის ელჩად მუშაობდა. 30 წლიანი დიპლომატიური კარიერის მქონე ბერნსი  ბარაკ  ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო.  რუსეთს  ბერნსი დესტრუქციულ ძალად და პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს.

თანამდებობაზე მის დანიშვნას მხარი სენატმა მას შემდეგ დაუჭირა, რაც „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ტეხასის შტატიდან ტედ კრუზმა  წინააღმდეგობა შეწყვიტა.  ამ გზით  ტედ კრუზი   ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე ზეწოლას ცდილობდა, რათა მას რუსულ-გერმანული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დაეწესებინა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბერნსის კანდიდატურა პოსტზე ჯერ კიდევ  იანვარში წარადგინა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში