ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება - თამარ გაბუნია

19 მარტი 2021, 16:14 1013 ნახვა

27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროში პირველი კომენტარი გაკეთდა. თამარ გაბუნიამ მომხდარი უდიდეს ტრაგედიად შეაფასა.

მისივე განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, თუმცა დღეიდან მსურველები მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში აიცრებიან.

"ეს უდიდესი ტრაგედიაა და არ მაქ სიტყვები გამოვხატო რამდენად დიდი დანაკარგია ეს ჩვენთის და სისტემისთვის. სამწუხაროდ ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ ველოდით.

ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება და მაქსიმალური უსაფრთხოების მიზნით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად. იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის, ამ პროცესების გაგრძელება, მრავალპროფილურ კლინიკებში. ამდენად ყველა ის ჯავშანი, რომლებიც ჩვენს კოლეგებს გაკეთებული ჰქონდათ ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. ასეთი 40 კლინიკა არსებობს. ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის მათ აქვთ კიდევ დამატებით რეანიმაციული განყოფილება, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული.

სამწუხაროა, რომ ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების შემთხვევა დაემთხვა სწორედ კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყებას. ჩვენ გვესმის, რომ ეს გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ შიშს, უნდობლობას, კითხვის ნიშანს, ამდენად მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მოსახლეობამ მიიღოს სრული ინფორმაცია, იმისთვის, რომ მათ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის მიმართ"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხელ ექთანს, რომელიც ანაფილაქსიური შოკით განვითარებული მოვლენების შედეგად დღეს გარდაიცვალა, გუშინ, კლინიკა „იმედში“ ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი