ქობულეთის მეხუთე ბაღში აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 მარტი 2021, 15:47 1442 ნახვა

ქობულეთის მეხუთე ბაღში აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დროებით დაიხურა.  ინფიცირებული პირი თვითიზოლაციაშია და  მკურნალობს. ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებიან სხვა თანამშრომლებიც. 

ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსის, ია ხალვაშის განცხადებით, ამ ეტაპზე არც ერთ ბავშვს სიმპტომი არ აქვს და ისინი თავს კარგად გრძნობენ. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ კი სავარაუდოდ მომდევნო კვირაში კორონავირუსზე ტესტირებას ჩაიტარებენ.

''ორ კვირაში ერთხელ გეგმიური ტესტირება ტარდება. ბოლოს ჩატარდა შაბათ-კვირას. ტესტირების შემდეგ უარყოფითი პასუხი იყო. ორშაბათს  16 მარტს თანამშრომელი სამსახურში გამოცხადდა. 17 მარტს, დაახლოებით პირველ საათზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ბაღის ხელმძღვანელმა ის სამსახურიდან დაითხოვა.მაქვს ინფორმაცია, რომ მომდევნო დღეს ტესტირება ჩაიტარა და კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით ბაღში სასწავლო პროცესი დღეიდან შეწყდა. 12 დღის შემდეგ ხელახალი ტესტირების შემდეგ ბაღს გავხსნით.

ყველა თანამშრომელი იზოლირებულია. ბავშვებთან და მშობლებთან გვაქვს კომუნიკაცია და ამ ეტაპზე ისინი კარგად არიან'' - განაცხადა ია ხალვაშმა. 

ქობულეთის მეხუთე საბავშვო ბაღში 25 აღმზრდელი და პედაგოგია. ბაღში 80 ბავშვი ირიცხება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი