27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელმაც გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა გარდაიცვალა.
ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ვაქცინაციის შემდეგ მას გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა.
ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.
ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.