დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია - ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე

19 მარტი 2021, 11:20 1362 ნახვა

ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა მძიმეა, კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი აღარ გაგვაჩნია - ამის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მდგომარეობა არის რთული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა როგორც ანამნეზიდან ირკვევა გამოწვეულია ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამენტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერი დროს შესაძლებელია დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ"-განაცხადა ლევან რატიანმა.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი