ქობულეთში სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და გარდაიცვალა

18 მარტი 2021, 11:22 28519 ნახვა

ქობულეთში, გაგარინის ქუჩაზე უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.  ისინი მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფს ორივე  მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი