ქობულეთის წმიდა კირიონ მეორის სახელობის სკოლის კიდევ 2 მოსწავლეს და მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 მარტი 2021, 17:53 946 ნახვა

ქობულეთის წმიდა კირიონ მეორის სახელობის სკოლის 2 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდათ. სკოლაში კორონავირუსით  დაწყებითი კლასის სულ 9 მოსწავლე და 3 პედაგოგია ინფიცირებული.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ. პედაგოგების ნაწილი ქობულეთის კოვიდ კლინიკაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სტაციონალურ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება ორი ბავშვიც.

სკოლაში პირველი შემთხვევა 10 მარტს დაფიქსირდა, რა დროსაც სკოლა სრულად დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ქობულეთის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ შესაბამისი ბრძანება უკვე დაიწერა და სკოლა 15 მარტიდან 22 მარტამდე სრულიად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სკოლას სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. სკოლის დაწყებითი კლასის  მოსწავლები და პედაგოგები  პრევენციის მიზნით სრულად გაიტესტა.

ქობულეთის წმიდა კირიონ მეორის სახელობის სკოლაში, 370 მოსწავლე სწავლობს და 42-მასწავლებელია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი