პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში - პრემიერი

17 მარტი 2021, 16:05 782 ნახვა

"დღეს მქონდა ევროპარლამენტში ნაყოფიერი შეხვედრები. ყველას საერთო კონსოლიდირებული რჩევაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახონ საერთო ენა და ყველამ ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში.

ეს არის ყველას პოზიცია. არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. ჩვენ რა თქმა უნდა დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც აქ გუშინ მოისმინეთ. ის განცხადება რაც იყო ბორელის, ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია.

აქედან გამომდინარე კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ ბოლო ანგარიში ვნახეთ ეუთო/ოდირის და მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებები რეალურად ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, გადადგამენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი