საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

17 მარტი 2021, 10:51 1106 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან კიდევ 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 167 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 542, „პისიარ“ ტესტით – 8 625.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,41% ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო შვიდი დღის – 1,34%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 006 გამოჯანმრთელდა, 3 665 კი, გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი