ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ეკლესია მიმართა გვერდით დაუდგენ ვაქცინაციის პროცესში, რადგან ამირან გამყრელიძის თქმით, ხალხს მათი სჯერა და ჯერ კიდევ ეპიდემიის დასაწყისში ეკლესიამ მოსახლეობის დამყოლობაში დიდი როლი ითამაშა. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ კოლექტიური იმუნიტეტის ასამაღლებლად მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა აიცრას . მან კოლეგებს მოუწოდა ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთონ. ასევე დაანონსდა, რომ ზაფხულში მასობრივი ვაქცინაცია იგეგმება და ამისთვის სპეციალური ცენტრები მოეწყობა. დღის 2 საათის მონაცემებით ვაქცინა, 1 143-მა მედიკოსმა გაიკეთა, პორტალზე კი 4456 მედპერსონალია რეგისტრირებული.
აჭარაში რეგისტრირებული 200- მდე მედიკოსიდან აიცრა 80-მდე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ სხვა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დაგეგმილზე ადრე დაიწყოს. თამარ გაბუნიას თქმით, სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციის პროცესში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს. აცრილი ექიმების რაოდენობა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის შეფასებით დაბალი მაჩვენებელია და მისი განცხადებით კოლეგებისგან არც ერთი რეალური არგუმენტი არ მოუსმენია რატომ არ უნდა გაიკეთონ ის.
ჩხაიძის განმარტებით, ასტრაზენეკას ვაქცინა ყველა მოთხოვნილ პირობას აკმაყოფილებს და ძირითადი ღერძი მსოფლიოში სწორედ ეს ვაქცინაა.