საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში, კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ექიმების თქმით, ახალ შტამს რაიმე უფრო სერიოზული სიმპტომი არ აღენიშნება და ის არც მეტად გადამდებია. საფრანგეთში, პანდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 90 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.