''მოქალაქეების'' ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას ვერ დაიჯერებს.
''დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი, ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მთელს მსოფლიოში.
მით უფრო, იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე მერე მზად ვართ, დავკორტნოთ ყველამ, განსაკუთრებული ჟინით, შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.
ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებული ვიყავით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.