ოსლოში სკოლები დაიხურა

16 მარტი 2021, 11:49 814 ნახვა

ნორვეგიის დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო სკოლები აპრილამდე დაიხურა, - ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, იმ რაიონებში, სადაც გავრცელება მნიშვნელოვნად მაღალია, დაწყებითი სკოლები ონლაინ რეჟიმზე გადავლენ და საბავშვო ბაღები დაიხურება. ამასთან, ოჯახებს ორზე მეტი სტუმრის ერთდროულად მიღება ეკრძალებათ. დედაქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ აღნიშული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული შტამით“ დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიიღო. „ეჭვგარეშეა, რომ მესამე ტალღაში ვიმყოფებით”, - განაცხადა ოსლოს მმართველმა მერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი