ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 10-მა პირმა.
ამ ეტაპზე საავადმყოფოებში იმყოფება 94 პაციენტი, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა.
კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 25 პირი, ონლაინ კლინიკაში - 69.