დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ 24 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული-ლაბორატორიის საქმიანობის აღდგენას და გამოცდებს არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.