თავს ვგრძნობ გადასარევად - პაატა იმნაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

15 მარტი 2021, 09:31 847 ნახვა

თავს ვგრძნობ გადასარევად. ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს.

პაატა იმნაძე იყო პირველი ვინც  "ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.

„ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში. პირველ დღეს რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალი. იმედია, ჩემი კოლეგები, რაც უფრო მეტი დრო გავა, მეტი დარეგისტრირდება.

თავს ვგრძნობ გადასარევად.

ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ, რომელმაც ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში, საჯაროდ გაიკეთა.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. კორონავირუსის ვაქცინა პირველ რიგში  სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი