საწვავზე გაზრდილი ფასები დღეს ბათუმში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა საყვირებით და სიგნალებით რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. მძღოლების მთავარი მოთხოვნა საწვავზე ფასების რეგულირებაა.
მოქალაქეები მთავრობას 1 კვირიან ვადას აძლევენ და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბათუმის ქუჩებში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.