„უფლებები საქართველოს“ შეფასება სასამართლოს განჩინებაზე

12 მარტი 2021, 15:46 810 ნახვა

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „ტელეკომპანია პირველისათვის“ გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების შესახებ განჩინება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს. ასევე, ორგანიზაციის განმარტებით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“  კანონის მე-11 მუხლი იცავს პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს დაცვას. კერძოდ, პირველი პუნქტით, კანონმდებელმა ასახა მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ, დაიცვას ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობა. განცხადებაში წერია, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონმა აღიარა ჟურნალისტური წყაროს აბსოლუტური პრივილეგიით დაცვის აუცილებლობა, დაუშვებელია ამ უმნიშვნელოვანესი გარანტიის შეკვეცა შეფარული მეთოდებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არის სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობის დაკმაყოფილება, “„ტელეკომპანია პირველისთვის“ გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის  ამოღების შესახებ”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი