,,ვერ შეგვაშინებთ, არ გავჩუმდებით ასეთია ,,ტვ პირველის“ პოზიცია, რომელიც სამართლებრივ დავას იწყებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. არხის იურისტი სარჩელს მეორე ინსტანციის სასამართლოში პირველ საათზე შეიტანს, რითაც მოითხოვს გაუქმდეს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინება, რომელიც გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, არის არაკონსტიტუციური. იურისტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე საუბრობს.