კამბოჯაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

11 მარტი 2021, 17:47 894 ნახვა

კოვიდ-19-ის   პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის  შედეგად პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა კამბოჯაში.  გარდაცვლილი 50 წლის მძღოლია. მას კორონავირუსი თებერვალში  დაუდასტურდა, იგი დღეს დილას  საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კამბოჯაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ათას 163 შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა ქვეყანა დაავადების ახალ აფეთქებას ებრძვის. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,  ვირუსის გავრცელების მორიგი ტალღის პროვოცირებაში უცხოელ ტურისტს ადანაშაულებენ, რომელიც თებერვლის დასაწყისში კარანტინი დაარღვია და ღამის კლუბში მივიდა. 

20 თებერვლიდან კამბოჯის დედაქალაქსა და რამდენიმე პროვინციაში დაიკეტა სკოლები, კინოთეატრები, კაფე-ბარები, მუზეუმები და გასართობი დაწესებულებები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში