ტესტირების მორიგი ეტაპის შედეგებით, პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა - პენიტენციური სამსახური

11 მარტი 2021, 15:10 790 ნახვა

ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და ამიერიდან PCR ტესტირებაც პრევენციის მიზნით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თვეში ერთხელ ჩატარდება იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულები ვირუსისგან დაცულები იყვნენ"- წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ​

პრევენციული PCR ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ჩატარებულია 22752 ტესტი. ჯამში პენიტენციურ სისტემაში იყო covid-19-ის 194 დადასტურებული შემთხვევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი