მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაასრულოს ოკუპაცია - ამის შესახებ განცხადება გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას გრინფილდმა განაცხადა. მან საქართველოსთან დაკავშირებული მოხსენება ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას წაიკითხა. თქვა, რომ რუსეთი ვალდებულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს. აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა.