ჯერ ჯერობით უცნობია როდის ეწვევა საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი და გამართავს შეხვედრებს. შუამავლის მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა. დანიელსონმა პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში უნდა მიიღოს მონაწილეობა კარლ ჰარცელთან ერთად. ოპოზიციისა და ხელისუფლების წევრები მოლაპარაკებების პროცესში ევროპელი დიპლომატის ჩართვას ისტორიულ მოვლენად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, სწორედ ეს დღეები განსაზღვრავს საქართველოს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ევროინტეგრაციის პერსპექტივას.