სტრასბურგში ევროპის უდიდესი მონაცემთა ბაზა დაიწვა. პროვაიდერმა კომპანიამ კლიენტებს, მათ შორის საფრანგეთის მთავრობას, პომპიდუს ცენტრსა და დერიბიტის კრიპტოვალუტის ბირჟას, შეატყობინა, რომ ბაზის ავარიული აღდგენის გეგმა გაააქტიურა.
კომპანიის მონაცემებით, ხანძარი შუაღამით გაჩნდა და მონაცემთა დამუშავების ოთხიდან ერთი ცენტრი გაანადგურა და კიდევ ერთი დააზიანა. კომპანია აცხადებს, რომ კლიენტებს ხანძრის გაჩენის მიზეზისა და შედეგების შესახებ მოგვიანებით მიაწვდის ინფორმაციას.