რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

10 მარტი 2021, 15:29 1105 ნახვა

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, მას 42-მა დელეგამტმა მისცა ხმა.

„ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ აჟიოტაჟისთვის წუხილს გამოვთქვამ. ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში, რომ სწრაფად დავუბრუნდეთ მოედანს, დავიწყოთ თამაში და იმ გეგმების განხორციელება, რაც დავაანონსეთ და რასაც უნდა მივყვეთ. 

ძალიან გაუჭირდათ კლუბებს მოსვლა, მეტს ველოდებით, ვინც ვერ შესძლო აბსოლუტურად მესმის მათი, მინდა ვუთხრა, რომ ეს არ შეუშლის არანაირად მათთან თანამშრომლობას ხელს. წელიწადნახევარზე მეტია რაგბის კავშირს  არ ჰყავს პრეზიდენტი. დადგა ეს სანატრელი დღე. დროებით პრეზიდენტ თორნიკე გოგებაშვილს მინდა მადლობა ვუთხრა. მათ ამ ურთულეს პერიოდში ღირსეულად იარეს და აქამდე მოიყვანეს ეს პროცესი",- აღნიშნა სოსო ტყემალაძემ.

არჩევნების დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ირაკლი აბუსერიძემ, რომელიც 30 დეკემბერს კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა.

„სამწუხაროა, რომ არამორაგბეებმა დააფიქსირეს თავისი აზრი. ვისაც ჰქონდა უფლება და ნება, აიძულეს, რომ სხვებისთვის გადაეცათ მინდობილობები. პირდაპირ გეუბნებით – ჩვენ ამ უსამართლობას არ შევეგუებით. სამარცხვინოა, რაც დღეს მოხდა ხდება და რა ფორმითაც ჩაატარეს ეს არჩევნები.

დელეგატების რეგისტრაცია დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში 13:00 საათიდან დაიწყო. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში