ბათუმში ბრიტანული ინვესტიციით მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ,,მზიური გარდენსის“ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი ,,ქროუნ-პლაზა" განახორციელებს. ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპანია ,,მზიური რეზორთი“ ასევე ახორციელებს მახინჯაურის ისტორიულად ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროექტს. ინფორმაცია და ვიდეომასალა აჭარის მთავრობამ მოგვაწოდა.