ქედის სარაგბო კლუბ "ფირალეთის" ხელმძღვანელი კახა ხაბაზი, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას ოპერაცია იმის გამო არ დაუფინანსეს რომ ირაკლი აბუსერიძეს მისცა ხმა

10 მარტი 2021, 13:13 1013 ნახვა

ქედის სარაგბო კლუბ "ფირალეთის" ხელმძღვანელი, კახა ხაბაზი, აჭარის მაუწყებელთან უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას ოპერაცია იმის გამო არ დაუფინანსეს რომ ირაკლი აბუსერიძეს მისცა ხმა. 

მისივე განმარტებით, მას რაგბის კავშირმა თანხის ნაწილი დაუფინანსა.

"გუშინ გასული სიუჟეტიდან გამომდინარე, რაც გულისხმობდა, რომ სახელმწიფომ დაფინანსება შემიწყვიტა, დაფინანსება არ შეწყვეტილა, უბრალოდ დამიფინანსდა ის ზღვრული ნორმა რაც დაწესებული არის. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული იქნა 40% რაც არის ზღვრული ნორმა სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის დაწესებული. 10% დამიფინანსა ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ და თანხის დარჩენილი ნაწილი გადასახდელი იყო ჩემი მხრიდან, რაშიც სარაგბო ოჯახის თემიდან მოხდა დახმარება. რაზეც დიდ მადლობას ვუხდი, სახელმწიფოს, მერიას და სარაგბო ოჯახს'' - აცხადებს კახა ხაბაზი

გუშინ ამ თემაზე ბრიფინგი გამართა ბობა კვინიხიძემ და ფაქტს ორკესტრირებული შეტევა უწოდა.

"ბოლო დღეებში ველოდით ორკესტრირებულ შეტევას ჩვენზე და ასეც მოხდა. ჩაერთო სუსიც. გუშინ გაჟღერდა რომელიღაც ტელეკომპანიაში ინფორმაცია, თუმცა შეცდომა გაიპარა იქ საუბარი იყო 7 თვის ბავშვზე. რომელსაც ოპერაცია არ დაუფინანსეს იმის გამო, რომ ირაკლი აბუსერიძეს მისცა ხმა. მერე ჩვენ, ჩემმა მეგობრებმა დავუფინანსეთ"- განაცხადა ბობა კვინიხიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში