ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პირი. გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში covid-19 35 769 მოქალაქემ დაამარცხა. კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.
ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 ადამიანი. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 100 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 20, ხოლო ონლაინ კლინიკაში 73 პირი.