ბათუმელებმა "დინამო" თბილისი დაამარცხეს

09 მარტი 2021, 21:05 1240 ნახვა

ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამო"გასვლაზე თბილისში "დინამო" თბილისს ესტუმრა. პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარის პირველი ნაწილი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა,თუმცა რიგ შემთხვევებში ბათუმელები უფრო აქტიურად თამაშობდნენ.

66-ე წუთზე თბილისელთა გუნდის არეულობა აჭარულმა კლუბმა კარგად გამოიყენა და ერთადერთი გოლი გიული მანჯგალაძემ ლამაზი დარტყმით გაიტანა.

ამ დროისთვის ბათუმის"დინამოს" 7 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, რაც შეეხება დედაქალაქელებს ისინი 4 ქულით მესამე ადგილს იკავებენ.

შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის ‘’დინამო’’ 13 მარტს ‘’სამტრედიის’’ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მეოთხე ტურის ამ მატჩში ბათუმელები ნომინალური მასპინძლები იქნებიან. აჭარული გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში