საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა - ამირან გამყრელიძე

09 მარტი 2021, 12:27 1621 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიფინგზე განაცხადა.

„რეინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული, სამთვიანი შუალედით. იქ არის ერთი და იგივე შტამის მუტანტი, ოღონდ სულ იდენტური არ არის. არის გენომში ცვლილებები, მაგრამ არ არის ეს ბრიტანული ან სხვა შტამი. არ მინდა, შემეშლოს ასაკი, რეინფიცირების შემთხვევა დაუდასტურდა ადამიანს, რომელიც არ არის ხანდაზმული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი